საზოგადოება

,,როგორი ამაზრზენია ერთმანეთის მაქებარი დეპუტატ-მინისტრები, პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, ერთმანეთს დითირამბებს რომ უმღერიან”

,,როგორი სირცხვილია შიმშილის თემაზე მოქილიკე ექიმი დეპუტატი და ჯანდაცვის მინისტრი!
🛑თითქოს არ იციან რომ სიკვდილის მიზეზში შიმშილობდაო კი არ იწერება, არამედ შიმშილით გამოწვეული დაავადება ან მდგომარეობა. ან თითქოს არ იციან რომ მოსახლეობის 8 % (300 000 ადამიანი, აქედან 70 000 ბავშვი) შიმშილობს გაეროს მონაცემებით და ამ მაჩვენებლით 3 ჯერ ვუსწრებთ მეზობელ აზერბაიჯანს და სომხეთს.
🛑როგორი ამაზრზენია ერთმანეთის მაქებარი დეპუტატ-მინისტრები, პრობლემების გადაჭრის ნაცვლად ერთმანეთს დითირამბებს რომ უმღერიან.
🛑სამარცხვინო პარლამენტი-სამარცხვინო მთავრობა” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close