საზოგადოება

რა წერია კანონმდებლობაში და სავარაუდოდ, რამდენს მიუსჯიან მკვლელობაში ბრალდებულს?

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, 16-დან 18-წლამდე ბრალდებული პირის მაქსიმალური სასჯელი 12 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, თუ ბრალდებული პირი 14-დან 16 წლამდეა, მაშინ მისი მაქსიმალური სასჯელი 10 წელს ვერ გადააჭარბებს.

“არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდება 1/3-ით. ამასთან, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდება 1/4–ით. ამასთან, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს.”- აღნიშნულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლში.

1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდების სისხლიან გარჩევას 2 არასრულოვანი შეეწირა. ერთი სასიკვდილო ჭრილობების მიყენებიდან მალევე გარდაიცვალა, მეორე კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close