საზოგადოება

რა მდგომარეობაა დედაქალაქში საზოგადოებრივ ტუალეტებში?

თბილისის ცენტრალურ უბნებში საზოგადოებრივი ტუალეტების მოძიება რთული ამბავია. მათი რაოდენობა მცირეა და კარგი პირობებითაც არ გამოირჩევა. არადა, საზოგადოებირვი ტუალეტების საჭიროება უდავოა, ამაზე მერიის ახალი გადაწყვეტილებაც მეტყველებს – თბილისში, 32 ადგილას საზოგადოებრივი ტუალეტები აშენდება. ეს მომავლის საქმეა, მანამდე კი განსხვავებული რეალობა გვაქვს. 

ბოლოს როდის ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტუალეტით? – სანამ ამ კითხვას უპასუხებთ, თბილისის ცენტრალური ნაწილის საპირფარეშოები მოვინახულოთ. 


​კოსტავას ქუჩა, მიწისქვეშა გადასასვლელი (ფილარმონიასთან)





ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორია, საზოგადოებრივი საპირფარეშო – მომსახურება უფასოა





საზოგადოებრივი საპირფარეშო, თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში – მომსახურება 30 თეთრი




კოლმეურნეობის მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ძველი საპირფარეშო ანტისანიტარიით გამოირჩევა





საზოგადოებრივი საპირფარეშო მშვიდობის ხიდის ქვეშ – უფასო






საზოგადოებრივი საპირფარეშო რიყის პარკში. ჩვენს მიერ დათვალიერებული საზოგადოებრივი ტუალეტებიდან ყველაზე კარგად გამოიყურება, თუმცა ფასიც შესაბამისია – 1 ლარი.






თავისუფლების მოედნის მეორე მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული საპირფარეშო საინტერესოდ გამოიყურება. ის ერთ წელზე მეტია, რაც გარემონტებულია, თუმცა არ ამოქმედებულა. ადგილზე მომუშავეთა ინფორმაციით, ტუალეტი კანალიზაციის სისტემას არ არის მიერთებული. ასე რომ, ტურისტულ ზონაში განთავსებული საზოგადოებრივი ტუალეტი უფუნქციოდაა დარჩენილი. 



ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაშია ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული საპირფარეშოც – გარემონტდა, თუმცა არ ფუნქციონირებს.



გარდა საზოგადოებირვი საპირფარეშოებისა, თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში არაოფიციალურ ტუალეტებსაც შეხვდებით. ადამიანების ნაწილი მიწისქვეშა გადასასვლელს საპირფარეშოდ იყენებს. ასეთ ადგილს გმირთა მოედანზე შეხვდებით. 



ყველაზე მძიმე სიტუაცია გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, ცირკის მხარეს მდებარე საპირფარეშოში დაგვხვდა. აღნიშნული საპირფარეშო გაუქმებულს ჰგავს, თუმცა მას მოქალაქეები მაინც იყენებენ. ტუალეტში ინფრასტრუქტურა მოშლილია და ანტისანიტარიაა. მონგრეულია უნიტაზები და პირსაბანები. 





აი, ასე გამოიყურება თბილისის ცენტრალურ უბნებში დღეს არსებული ტუალეტები. თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, თბილისის მერია 32 საზოგადოებრივი ტუალეტის გამართვას გეგმავს. ჯამში, თბილისის მასშტაბით 32 საზოგადოებრივი საპირფარეშო მოეწყობა. ვნახოთ, როგორი იქნება ახალი ტუალეტების სტანდარტები. 

პირველი არხი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close