განათლება

რა გახდა საჯარო ბაღებში ხანგრძლივი არდადეგების გამოცხადების მიზეზი?

თბილისში საბავშვო ბაღებში ხანგრძლივი არდადეგები, როგორც გაირკვა, ბავშვების კვებას უკავშირდება. იმ კომპანიასთან, რომელიც აღსაზრდელების კვებაზე ზრუნავს, ხელშეკრულება თბილისის მერიას 22 დეკემბრის ჩათვლით აქვს გაფორმებული.

ახალი ტენდერი კი 13 დეკემბერს გამოცხადდა. სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი მომსახურების შესყიდვაზე და სასადილოების მომსახურებაზე მერია 31 მილიონ 218508-ლარიან ტენდერს აცხადებს. (კოდი GE170000718).

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დადასტურებენ,  არდადეგები კვების გამო გამოცხადდა, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, თუ რატომ დაგვიანდა ტენდერის გამოცხადება.

თბილისის მასშტაბით საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 2017 წლის 25 დეკემბერიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close