საზოგადოება

,,სანამ ასეთებს არ განვკვეთავთ სამეგობროდან, სამეზობლოდან, საახლობლოდან, მანამდე ვიქნებით მათი მზაკვრობის მსხვერპლი”

გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:

_ქვეყანას კარგად ახსოვს გაზაფხულზე ათი-ათასობით საპროტესტო ავტო კოლონა და შემდეგ ტაქსებით გარშემორტყმული ოლიგარქის შუშის სასახლე, საიდანაც ივანიშვილი დაუყოვნებლივ გაიქცა პატრიარქთან თავის საშველად. ასე დაიწყო ლეიბორისტულმა პარტიამ 40 ათასი ტაქსისტის გადასარჩენად მართლაც თავგანწირული ბრძოლა, როგორც კი გავდიოდით ფინალში და უნდა მიგვეღო შედეგი, სწორედ მაშინ გადაიბირა ხელისუფლებამ ტაქსისტთა საინიციატივო ჯგუფის უმრავლესობა დიახ, საკუთარი მოყვასის, კოლეგის, ახლობლის გამყიდველობის სენი ღრმადაა გამჯდარი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და სწორედ ესაა მრავალი უბედურების მიზეზი. ისტორია ასე დაიწყო, როდესაც ქალაქის მაფიოზმა მერმა-კახი კალაძემ გამოაცხადა ტაქსების თეთრად გადაღებვის მავნებლური რეგულაციების შესახებ, ტაქსისტების საინიციატოვო ჯგუფთან ერთად ჩვენმა პარტიამ, მათან ერთად დაიწყო საპროტესტო აქციების ორგანიზება. ფართომაშტაბიანი აქცია მოეწყო მერიის წინ, მანქანების კოლონებით გადავკეტეთ რუსთაველის პროსპექტი, სადაც პოლიცია დაგვიპირისპირდა და ბოლოს მოვაწყვეთ უპრეცენდენტო საპროტესტო ავტო მარში, რომელშიც მონაწილეობდა ათი ათასობით ტაქსი, მოვახდინეთ მთელი ქალაქის პარალიზება და ბოლოს ალყაში მოვაქციეთ ივანიშვილის შუშის სასახლე. სწორედ ამ აქციის შემდეგ საორგანიზაციო სხდომაზე გამოგვეცხადა ტაქსისტების საინიციატივო ჯგუფის გარკვეული ნაწილი, რომლებმაც განგვიცხადეს, რომ შეხვედრა ქონდათ ქალაქის მერთან, რომელმაც განუცხადა, რომ თუ ჩამოიშორებდნენ ლეიბორისტულ პარტიას და შეწყვეტდნენ საპროტესტო აქციებს, ისინი წავიდოდნენ კომპრომისზე და დაუკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. კალაძეს პირდაპირ უთქვამს ლეიბორისტები ჩვენი მოწინააღმდეგე პარტია და თუ მოთხოვნები დაგიკმაყოფილეთ ისინი ქულებს დაიწერენო. ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ეს ვირეშმაკული ხრიკი იყო კალაძის მხრიდან, რომ მათ სურდათ ერთის მხრივ ჩვენი ჩამოცილება, რომელიც ორგანიზებას უწევდა სამართლიან პროტესტს და ასევე მიზნად ქონდათ ტაქსისტების დაქსაქსვა, რათა ადვილად განეხორციელებინათ მავნე ზრახვები. შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ თათბირს, აუხსნა ტაქსისტებს თუ რა მზაკვრობას ქონდა ადგილი და რა სავალალო შედეგებით დამთავრდებოდა ეს გარიგება მერიასთან. მაგრამ ტაქსისტების გარკვეული ჯგუფი ჯიუტად თავისას ამტკიცებდა, რომ ჩვენი ჩამოცილება ამ პროცესიდან პრობლემას გადაწყვეტდა, ისე გამოდიოდა, რომ პოლიტიკური მიზნების გამო პარტია “აუბედურებდა” ტაქსისტებს. ამიტომ სრული პასუხისმგებლობა მერთან ურთიერთობაში და საკითხის გადაწყვეტაში გადავაბარეთ ტაქსისტთა საინიციატივო ჯგუფს. ისე აგიხდათ ყველაფერი როგორც ჩვენი ვარაუდი ახდა, საპროტესტო პროცესი ჩაიშალა და კალაძემ უმუშევარი დატოვა ათი ათასობით ტაქსისტი. ახლახან აღმოვაჩინეთ, რომ ტაქსისტების საინიციატივო ჯგუფის ზოგიერთ აქტიურ წევრს “მშვენიერი” კორუფციული გარიგება დაუდიათ კალაძესთან,აღებული ფულით ზოგმა გახსნა ფირების გადაკვრის კომპანია,ზოგმა საკუთარი სატაქსო კომპანია, ზოგმა ნაქირავები ტაქსებით, რომ დადიოდნენ რამდენიმე ავტომობილი იყიდა და გააქირავა. მოკლედ, აი ასე აიწყვეს ცხოვრება საკუთარი კოლეგების გაყიდვისა და გაუბედურების ხარჯზე. P.S. სანამ ასეთებს არ გამოვუცხადებთ სამოქალაქო “ექსორიას” არ განვკვეთავთ სამეგობროდან, სამეზობლოდან, საახლობლოდან და არ დავარქმვთ საკუთარ – მოღალატის სახელს, მანამდე ვიქნებით მათი მზაკვრობის მსხვერპლი.

 

Related Articles

Back to top button
Close