განათლება

,,მშობლებო! მოაზროვნე ცოცხალი მასწავლებელი სანთლითაა საძებნი უკვე!”

,,ესაა თამაში! რომელიც აშორებს მოსწავლე _ მასწავლებელს ერთმანეთისაგან!"- რა ხდებოდა პედაგოგების ე.წ. წამყვან-მენტორობის გამოცდებზე?

დაიდო პედაგოგების ე.წ. წამყვან _ მენტორობის საგამოცდო შედეგები !
მიდის ვაივიშვიში ჯგუფებში , როგორ არაობიექტურად გაასწორეს .. და ა.შ.!!
..მოკლედ !!!
არც ერთი პედაგოგის ადეკვატური კომენტარი არ წამიკითხავს ! ვერცერთი ვერ აღიარებს და ვერ აცნობიერებს ამ მიზანმიმართულ ნეოლიბერალურ გეგმებს , რომლებმაც ფსევდოგანათლების საშუალებით , წლების განმავლობაში გაანულა ყველანაირი საგანმანათლებლო რესურსი !!
მარკეტის დონეზე დაიყვანა სკოლა და უნივერსიტეტი !
სანამ არ მიხვდება პედაგოგიური საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი აბსურდია, ტესტები აბსოლუტურად არაადეკვატური და შეფასების კრიტერიუმები ბუნდოვანი და გაუმჭირვალე, მანამ ამ ქვეყანაში
განათლების დამოუკიდებელი სისტემა ვერ შეიქმნება !
ვიქნებით ასეთ ჭაობში !
ესაა თამაში ! რომელიც აშორებს მოსწავლე _ მასწავლებელს ერთმანეთისაგან !
ზუსტად 2010_ში ერთ _ ერთმა პირველმა ჩავაბარე პროფესიული უნარები ! გაცილებით დახვეწილი ტესტებით !
დღე ეს ტესტები სავსეა სრულიად უსარგებლო კითხვებით ,რომელთა მეშვეობით მასწავლებელთა კომპეტენციის შემოწმება წარმოუდგენელია !
ვინც მაღალი ქულა მიიღო ,ან ვინც დაბალი , არანაირად არ განსხვავდებიან კვალიფიკაციით !.
მაშინ ..რა მნიშვნელობა აქვს . !
მხოლოდ … .გრანტების გასათეთრებლად ,ხომ ?!…
ამ ქვეყანას ამ სახის ფსევდოგანათლებით არავითარი პერსპექტივა არ აქვს !!
არაფერი არ ეშველება ამ პერსპექტივას !
ყველაზე მართული მასა ,რომელიც გარე დამანგრეველი ძალების დასაყრდენი და მოკავშირე აღმოჩნდა , არის მასწავლებელთა სოციუმი !
მათ არ შეუძლიათ პროფესიული ღირსების დაცვა !
აქ ვინმემ არ დამიწეროს რამე ..ან არ მეწუწუნოს !
ჩემთვის შეურაცხმყოფელია ამ პროცესებში მონაწილეობაც კი !
რეალური განათლება ასე არ იქმნება !.
ე წ. გარე საზოგადოებას წარმოდგენაც არ აქვს , რა ხდება და რატომ ! მას არ ესმის ,რომ მისი შვილები ვერცერთ რგოლში , ვერცერთ საფეხურზე _ სტუდენტობის ჩათვლით , ამ ქვეყანაში განათლებას ვერ იღებენ !
ვინც ამას გრძნობს , ჯერ კიდევ გადარჩენილია !
ესაა ის სფერო ,რომლითაც წელში გადატეხეს საქართველო ,შვილები კი დაამახინჯეს უკვე !
ვისაც ეს თამაში მოგწონთ , ითამაშეთ ! გილოცავთ !
პოსტი არავის ეხება კონკრეტულად !
საერთო ტკივილზე ვწერ !
ვინც ვერ იგებს , არ ვარ ვალდებული ,ავუხსნა თავიდან !
მშობლებო !
მოაზროვნე ცოცხალი მასწავლებელი სანთლითაა საძებნი უკვე !
გამოზომბირებული კი _ რამდენიც გნებავთ ! უარესი ვითარებაა. ცეხებად გადაქცეულ ფსევდოუნივერსიტეტებში!!!
ჩემი შთამომავლობა მედარდება !
მარიეტა საყვარელიძე, ჟურნალისტი
წყარო: ფბ გვერდი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close