საზოგადოება

,,რაც აზიანებს რუსეთს, არგებს მსოფლიოს”

,,ხვალ და ზეგ მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი ევროპაში და იმედია რუსეთს კიდევ უფრო მეტად დასჯიან"

როგორც ჩანს, მთელმა მსოფლიომ და პირველ რიგში ევროპამ შეიგნო, რომ პუტინის აღზევებისათვის და უკრაინაში გაჩაღებული ომისათვის ყველამ უნდა გადაიხადოს ფასი. ზოგისთვის ეს ბენზინის 20-30 პროცენტით გაძვირება იქნება, გაზის ფასის-კიდევ უფრო მეტად, ზოგი ვერ შეჭამს რუსულ ხიზილალას, ზოგი ვერ მოირგებს რუსულ ბრილიანტებს, ზოგს რუსი ტურისტები დააკლდება. რას ვიზამთ, უნდა აიტანონ. უკრაინაში ათასობით ადამიანი იღუპება და მილიონობით ადამიანი უბედურდება. დიდია სხვაობა “დანაკარგებში”.
არავითარი წუწუნი სანქციებზე. რაც აზიანებს რუსეთს, არგებს მსოფლიოს.
ხვალ და ზეგ მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი ევროპაში და იმედია რუსეთს კიდევ უფრო მეტად დასჯიან.
რომან გოცირიძე, პარლამენტის წევრი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close