საკრებულოში დღეს თბილისის მერის მოადგილეების და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისთვის ხელფასებისა და დანამატების გაერთიანების საკითხზე იმსჯელებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ მერიის მაღალჩინოსნებს ხელფასები ეზრდებათ, ხოლო მერიაში ამბობენ, რომ ეს არ არის ხელფასის ზრდა, არამედ ანაზღაურება შესაბამისობაში მოდის კანონის მოთხოვნებთან.
“პირველი იანვრიდან ამოქმედდა ახალი კანონი საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ, რომლის შეაბამისადაც განხორციელდა სახელფასო რეფორმა. ამის შედეგად დასრულდა ის პრაქტიკა რაც იყო სარგოს პლიუს დანამატი ყოველთვიურად, ეს ორი კომპონენტი გაერთიანდა და ჯამური ოდენობის ცვლილების გარეშე მიეცემათ საჯარო მოხელეებს უკვე 2018 წლის 1 იანვრიდან. ისევე როგორც მერიაში და არც ერთ სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში ამის შედეგად არ მომხდარა ხელფასების ზრდა, მითუმეტეს გაორმაგება. თქვენ უყურებთ მარტო თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს. ამასთან ერთად მერის მოადგილეს ჰქონდა ასევე დანამატი ერთი იმდენი ოდენობით და ეხლა აიღებს მხოლოდ სარგოს ჯამური ოდენობით”, განაცხადა კალაძის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში.
ხელფასების ზრდა ასევე, დაგეგმილია თბილისის საკრებულოში. საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის კანონიდან გამომდინარე, ხდება დანამატის ხელფასთან გაერთიანება.
“საჯარო სამსახურის კანონიდან გამომდინარე ხდება დანამატის ხელფასთან გაერთიანება. შესაბამისა, თითოეული თანამდებობის პირი მიიღებს იმ ოდენობის სარგოს, რაც იყო დადგენილი ბოლო წლების განმავლობაში. საკრებულოში გაორმაგება და გაზრდა არ ხდება. ხდება დანამატისა და ხელფასის გაერთიანება” განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
წყარო
Back to top button