პოლიტიკა

“მმართველ ოჯახს ნარკოტიკებით ვაჭრობის დაკანონება აქვს გადაწყვეტილი”

“როგორც დიქტატურის წლებში ჩინეთი იმართებოდა მაო ძედუნის დაძიბაოებით, ისე დღეს საქართველი იმართება ბერა ივანიშვილის კლიპებით, საიდანაც წუხელ შევიტყვეთ, რომ მმართველ ოჯახს ახალგაზრდების დასაქმების, განათლების, გამრავლების, ჯანსაღი დასვენების ნაცვლად, გადაწყვეტილაქვს ნარკოტიკებით ვაჭრობის დაკანონება. მინდა გავაფრთხილო მთავარი ნარკობარონი ივანიშვილი (ამაში ეჭვი ალბათ აღარავის ეპარება), ერის რისხვა გარდაუვალი იქნება, თუ მოახდენ ახალგაზრდობის გადასაშენებელი ნივთიერებით თავისუფალი ვაჭრობის ლეგალიზაციას. მოვუწოდებ პარლამენტს, შეიკრიბეთ და დააწესეთ ნარკოვაჭრობაზე სამუდამო პატიმრობა, ამნისტიისა და შეწყალების გარეშე. გასაგებია რომ ნარკომომახმარებლები ციხეში არ უნდა იჯდნენ, მაგრამ ნარკოვაჭრების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს. მხოლოდ ამ გზით მოვახერხებთ ახალგაზრდების და მომავალი თაობის სულიერ და ფიზიკურ გადარჩენას იმ ფონზე, როცა კარს მოგვდგომია ნარკოტიკების ოკეანე ირანიდან, შია აზიიდან, პაკისტანიდან და იმ ფონზე როცა ხელისუფლება პირდაპირ მფარველობს ნარკოვაჭრობას და ნარკობარიგებს.”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close