რატომ ჩავიდა ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია პანკისში?
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე გია ტაბლიაშვილი და სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე ამირან გიგუაშვილი პანკისის ხეობაში იმყოფებოდნენ. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადვოკატები, ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრი დავით ახალაური და აღმასრულებელი საბჭოს წევრი მარიამ კუბლაშვილი. ასოციაციის ხელმძღვანელი პირები გაესაუბრნენ უხუცესთა საბჭოს წევრებსა და ახალგაზრდებს. მათტან საუბარში კი ხაზი გაუსვეს იმას, რომ აუცილებელია ხეობის მოსახლეობის მართლშეგნების დონის კიდევ უფრო ამაღლება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.
ადვოკატებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ არავის არ აქვს უფლება, პირს დამნაშავე უწოდოს მანამ, სანამ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და აუცილებელია, უდანაშაულობის პრეზუმფცია ყველამ დაიცვას.
ადვოკატები შეხვდნენ გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. ,,შეხვედრა იყო დახურული და დეტალებზე არ ვისაუბრებთ. ეს იყო სამძიმარი და გულწრფელი წუხილი არსებული მდგომარეობის გამო, ამიტომ მედიის ჩართულობა საჭიროდ არ მივიჩნიეთ” _ გვითხრეს პანკისში მყოფმა ადვოკატებმა.
.
.