საინტერესო
რატომ სწავლობენ ბიჭები უკეთ, როცა სკოლაში გოგონები არიან?

ევროპელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კლასში გოგოების ყოფნა ბიჭების აკადემიურ მოსწრებას აუმჯობესებს. აღმოჩნდა, რომ სკოლებში, სადაც გოგოები ბიჭებს ჭარბობენ, ვაჟები უკეთ კითხულობენ.
შესაძლოა, ამის მიზეზი გოგოებისთვის დამახასიათებელი თავისებურებებია, მაგალითად კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობა და კარგი შედეგების დემონსტრირების მოტივაცია. ეს ყველაფერი კლასზე დადებით გავლენას ახდენს.
კვლევა 15 წლის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით 200 ათას ბავშვზე დაკვირვებით განხორციელდა.