რატომ იწვევს ხალხის გაოცებას სიღნაღის მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები?
,,მოგეხსენებათ, ჩვენი რაიონის მერიაში განხორციელდა საკადრო ცვლილებები!
ამან ცოტა დაბნეულობა შემოიტანა რაიონში, იმდენად გვაურკვევლად იყო ახსნილი და განხორციელებული ეს ყველაფერი,
ხალხშიც ცოტა დაბნეულობამ გაიჟღერა /თანარაიონელები მიკავშირდებიან და მეკითხებიან, თუ ეს რანაირი ცვლილებები განხორციელდა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ : სიღნაღის მერის პირველი მოადგილედ დაინაიშნა ახალი კადრი( რაც ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. წინა პირველი მოადგილე გადაიყვანეს მეორე მოადგილედ, ხოლო მეორე მოადგილე დანიშნეს მრჩევლად.
ამ ყველაფერმა ხალხში კითხვები გააჩინა:
1 . თუუუ პირველი მოადგილე ვერ ართმევდა თავს მოვალეობას, რატომ გადაიყვანეს ისევ მოადგილედ?
2. თუუ მეორე მოადგილეც ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას, მრჩევლად ახალი შტატის დაშვება რამ გამოაიწვია??
გადავწყვიტე, ყველას ერთად გიპასუხოთ!
შესაძლებელია ჩემი პასუხი ცოტა გაგიკვირდეთ, მაგრამ …..
არაფერიც არ მ ი კ ვ ი რ ს!
იქ სადაც დაგსჯიან კარგი საქმის კეთებისათვის/
იქ სადაც მერი იტყვის, პრემია არ მეკუთნოდა და ავიღეო.
იქ სადაც მერი გალავანს შეუღებავს და შეურაცხყოფს ისტორიას და ამას აპატიებენ/
იქ სადაც „„ ჩვენს შვილებზე ზრუნვა““ უხელფასოდ დარჩენაში გამოიხატება.
იქ სადაც აჭერინებენ ქრთამის მიმცემს და ქრთამის ამღებს მადლობას უხდიან!
იქ სადაც მერი და მოადგილეები აპორტამენტებს იწყობენ მე -3 სართულზე და არ ფიქრობენ მოხუც, ყავარჯნიან, ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებზე, როგორ უნდა მოახერხონ ამხელა სართულებზე ასვლა, აღარაფერი არ უნდა გაგიკვირდეთ. ეს ყველაზე უმნიშვნელო ქმედებაა, რაც აქამდე ყოფილა რაიონში!
აი, ამიტომაც ა რ მ ი კ ვ ი რ ს!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სიღნაღის მერიის ყოფილი თანამშრომელი მაია სუხიშვილი.