საზოგადოება

,,აუცილებელია, გაძლიერდეს სამოქალაქო თავდაცვისა და იარაღთან მოპყრობის სწავლება სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში”

არაერთი კოლეგის მოსაზრების მიუხედავად, აქამდე ამ საკითხს სკეპტიკურად ვუყურებდი, თუმცა შექმნილი რეალობიდან გამომდინარე საჭიროდ და დროულად მიმაჩნია გაფართოვდეს სამოქალაქო თავდაცვითი იარაღის ტარების უფლების მქონე პირთა წრე.
იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობის სპეციფიკით გამოირჩევიან მაღალი სამოქალაქო პასუხიმგებლობით, კანონის პატივისცემით, დისციპლინითა და გაწონასწორებულობით უნდა ჰქონდეთ სამოქალაქო იარაღის ტარების უფლება და მისი მოხმარების უნარ-ჩვევები. მრავალი ქვეყნის კანონებით ასეთი პირების კატეგორიას მიეკუთვნებიან ადვოკატები, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა ორგანიზაციების პასუხისმგებელი მუშაკები და ა.შ.
ამასთან, აუცილებელია, გაძლიერდეს სამოქალაქო თავდაცვისა და იარაღთან მოპყრობის სწავლება სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში.
დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close