სიღნაღის ამბები
,,რამდენიმე დღის განმავლობაში უკეთესი გადასაღები მოედანი არ იქნება, ვიდრე ნუკრიანის ლავანდებია…”
ბადრი ვადაჭკორიას ფოტო კოლაჟი
საქართველოში Winery Khareba • მეღვინეობა ხარება-სთან ერთად…
გუშინ დილით ადრე უკვე ლავანდის პლანტაციას ვეფერებოდი დაკეტილი ჭიშკრიდან, იქ ჯერ არავინ იყო ამასობაში მასპინძელიც მოვიდა-ალექსანდრე, რომელთანაც უკვე რამდენიმე წლიანი ნაცნობობა მაკავშირებს, ვინაიდან სტუმრებიდან ჯერ არავინ ჭაჭანებდა დედოფლისწყარისკენ გავვარდი სადაც ჩემი სტუდენტობის დროინდელი მეგობრები ცხოვრობდნენ, ერთზე თითქმის შეყვარებულიც კი ვიყავი… განსაკუთრებული ფერები აქვს ამ დროს დედოფლისწყაროს პურის ყანებს… ეს კადრები წინა პოსტში გაახლეთ…
ცოტა ხანში ისევ ნუკრიანის ლავანდებს დავუბრუნდი სადაც უკვე უამრავი სტუმარი მელოდებოდა, რადგანაც მათ შორის ჩემი ფბ ახლო მეგობრებიც აღმოჩნდნენ…
რადგანაც დამთავრდა ყაყაჩოების, სოსანების და გვირილების სეზონი, დამერწმუნებით რომ რამდენიმე დღის განმავლობაში უკეთესი გადასაღები მოედანი არ იქნება ვიდრე ნუკრიანის ლავანდებია…
დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ ნუკრიანის ლავანდების გვერდზე მიიღოთ, ისე ინფორმაციისთვის: სიღნაღი-დედოფლისწყარის გადასახვევიდან სულ ერთ კმ-ში, პატარა ხიდზე გადასვლისთანავე აუხვიეთ ხელ მარცხნივ და სულ მალე იხილავთ ამ სილამაზეებს რასაც მე დღეს გთავაზობთ…
20.06.2021. Lumix G9 Leica DG 12-60mm(24-120mm) TT
Nikon D500 Nikkor 70-200mm(105-300mm) TT
Fujfilm XT3 Fujinon 100-400mm(150-600mm) TT
DJI phantom 4pro V2 “- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია და ნუკრიანში,ლავანდის პლანტაციების ფოტოებს აქვეყნებს.
.
.
.