ჯანდაცვა

,,სამედიცინო დაწესებულებაში წყალი იყიდება” _ რა გადახდა ჟურნალისტს Psp New Hospitals -ში

სკანდალი

ზაზა სვანაძე, ჟურნალისტი: 

_ Psp New Hospitals დღეს, საღამოს 6 საათისთვის მომიწია ჩასვლა ”ნიუ ჰოსპიტალში” ( თვალზე პრობლემების გამო ) – თანამედროვე სტანდარტებით აგებული სამედიცინო დაწესებულება გზიდან 150-200 მეტრითაა დაცილებული, სწრაფად ჩავირბინე დაღმართი და შევედი მისაღებში, იქამდე გზად კი გაზიანი სასმელი დავაგემოვნე, რის გამოც წყურვილის შეგრძნება კი არ გამიქრა, უფრო მეტად გამიფრძაფდა. ”რეცეფშენში” შევედი და ჩავდექი რიგში, სანამ რიგი მომიწევდა, იქამდე, ხმადაბლა ვკითხე იქვე მჯდარ გოგონას, ( ვინც გვაკვალიანებდა ექიმებთან მისულ პაციენტებს ) თუ სად შეიძლებოდა წყლის დალევა? მიმანიშნა საითაც, ჰოდა რას წარმოვიდგენდი, თუ წყლის დალევა, სპეციალურ ჯიხურში, ხურდის ჩაგდების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი ?

 ხურდები არ მაქვს, უფრო სწორად 60 თეთრამდე მაქვს, კიდევ 20 ლარიანები, ხალხი ზის შეწუხებული სახეებით, ზოგი ალბათ მომაკვდავ მშობელთანაა მოსული, ზოგიც ნაავარიო მეგობართან, გასაგებია საერთო განწყობები. ვერავის ვერ მივადგებოდი დასახურდავებლად. მოვტრიალდი და იგივე გოგონას ვეკითხები, უფასოდ წყლის დალევა არ შეიძლება მეთქი ? – არაო… ადამიანს გული რომ შეუწუხდეს, ხურდა უნდა ეძებოს მეთქი ? თან არ დაგავიწყდეთ 10-15 წუთით, რომ მიგიღოთ ამ კლინიკის ექიმებმა 100 ლარზე ნაკლები იშვიათად დაგიჯდებათ და წყალი არ ემეტებათ, წყალი, რომ დაგალევინონ !

 ჯერ მოვითხოვე მენეჯერი, უარი მითხრეს, რის გამოც ძალიან გავცხარდი ! ჩხუბი ჩემი ჰობი არაა, უბრალოდ ასეთი ღორული ყოფა მაიძულებს, ყველას თავის ენაზე რომ ვესაუბრო!

 სამედიცინო დაწესებულებაში, იქ სადაც ყველაზე მეტად ჭირდებათ ყველაზე მოთხოვნადი ბუნებრივი სითხე, წყალი, იყიდება !ჰოდა ჩემი ხმა ყველა სართულს ესმოდა, ისეთი ამბავი დავაწიე, ზემოთ აღნიშნული დაწესებულების პერსონალს !

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close