პოლიტიკა

პრეზიდენტმა მთავრობისგან მიიღო თხოვნა, დავით ნარმანია სემეკის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინოს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა. აბაშიშვილი ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან პრეზიდენტმა მიიღო თხოვნა, რომ მესამე კანდიდატად თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია იყოს წარდგენილი.

“მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის სემეკის წევრობის კანდიდატების წარდგენა საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ნომინირებული იქნა მაია მელიქიძის კანდიდატურა, რომელიც უკვე დამტკიცებულია, და გოჩა შონიას კანდიდატურა. ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

წყარო: metronome.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close