პოლიტიკა

,,პოლონეთის ხელისუფლება და მოქალაქეები სააკაშვილს ეპყრობიან იმ პატივით, რასაც იმსახურებს”

რუსუდან კიკალეიშვილი აქვეყნებს პოლონეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლის, სეიმის წევრისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის მალგოჟეტა გოშევსკას ჩანაწერს, რომელიც მან პირად გვერდზე გაასაჯაროვა.

ქალბატონი მალგოჟატა გოშევსკა, პოლონეთის სეიმის დეპუტატი მმართველი პარტიიდან, საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, პოლონეთისა და საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, პოლონეთის და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე- თავმჯდომარე წერს:

„ქართული და რუსულენოვანი მედია იტყობინება, რომ ქართულმა მხარენ მიმართა პოლონეთის „კომპეტენტურ ორგანოებს“ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით. მსურს გაცნობოთ, რომ არავითარი ამდაგვარი მოთხოვნა არ მიუღია პოლონეთის „კომპეტენტურ ორგანოებს“.

ასევე იმედი მაქვს, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება, როგორც პოლონეთის და პოლონელების მეგობარი, ხოლო პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლება და მოქალაქეები მას ეპყრობიან იმ პატივით, რასაც იმსახურებს პოლიტიკოსი, რომელმაც არსებითი როლი ითამაშა პოლონეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში – ასეთი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება.

დავამატებ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობამ მაღალი შეფასება დაიმსახურა პოლონეთში, როგორც საჯარო – პოლიტიკური – ეკონომიკური რეფორმების ასევე საქართველოს NATO -სა და UE-ის ქვეყნების ოჯახში შეყვანისათვის, ასევე იმ გზის გაგრძელებისათვის, რომელიც მომავალში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებით უნდა დასრულდეს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ნებისმიერი ქმედებისას საჭიროა სიტუაციის ძირფესვიანი გაანალიზება, რათა არ იქნეს მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რაც პოლონეთში არ იქნება მოწონებული.”

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close