საზოგადოება

,,კარვები უნდა გაიშალოს შეკვეთილის ან ჭორვილას რეზიდენციებთან”

,,ნამახვარჰესის მშენებელი ივანიშვილია, თურქული კომპანია გამოყენებულია შირმად"

მე მაინც განცვიფრებული ვარ ჩვენი ხალხის უსაზღვროდ ბავშვური გულუბრყვილობით. ნამახვანჰესის რეალური მშენებელ–მიმტაცებელი ისევ და ისევ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია ხოლო თურქული კომპანიის აბრევიატურა გამოყენებული შირმად ანუ როგორც მას სჩვევია ტრიუკად. ამიტომ ეგ კარვები უნდა გაიშალოს შეკვეთილის ან ჭორვილას რეზიდენციებთან საიდანაც ოლიგარქი კმაყოფილი იცინის და მაშინ მივიღებთ ეფექტს ბრძოლისას. ახლა უფრო ქარის წისქვილებთან შეჭიდებას გავს ეს ამბავი. რა თქმა უნდა, უდიდეს სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა მამულიშვილს, რომლებიც უკვე თვეებია მუხლჩაუხრელად იბრძვიან ხეობაში ჩვენი დღევანდელობისა და მომავლისთვის.

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close