მსოფლიო
პოლიტექნიკურ კოლეჯში ორი ცხედარი აღმოაჩინეს
რუსული სააგენტო “ინტერფაქსის” ინფორმაციით, მოსკოვის პოლიტექნიკურ კოლეჯში ორი ცხედარი აღმოაჩინეს.
ინციდენტი მოსკოვის კუნცევოსრაიონში მდებარე 42-ე პოლიტექნიკურ კოლეჯში მოხდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთი პედაგოგია, ხოლო მეორე – სტუდენტი. ისინი ცივი იარაღით არიან მოკლულები.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სტუდენტმა ჯერ პედაგოგი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.