საინტერესო
პლანეტა, რომელიც ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება

გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიის, გერმანიისა და ჩილეს უნივერსიტეტების მეცნიერებმა აღმოაჩინეს ძალიან დიდი ეგზოპლანეტა, რომლის არსებობა ციური სხეულების ფორმირების ზოგად მოდელს ეწინააღმდეგება.
ეგზოპლანეტა NGTS-1b-ს დიამეტრი მზეზე ორჯერ მცირეა. მანამდე ცნობილი თეორიის მიხედვით, ასეთი ზომის ეგზოპლანეტა უფრო დიდ ვარსკვლავთან უნდა ფორმირდებოდეს.
NGTS-1b მზისგან 600 სინათლის წელიწადით შორსაა. თავისი ზომებით იუპიტერს ედრება, თუმცა მასზე 20%-ის მსუბუქია. ეგზოპლანეტაზე ტემპერატურა 530 გრადუს ცელსიუსს აღწევს.
რადგანაც დედა-ვარსკვლავი, ანუ მზე, წითელი ჯუჯა ვარსკვლავების რიგებს მიეკუთვნება, მეცნიერები გეგმავენ გამოიკვლიონ, რამდენად ხშირად ჩნდებიან ასეთ ვარსკვლავებთან მსხვილი პლანეტები.