ჯანდაცვა

,,პენიტენციური სისტემა ლაბორატორიული სერვისების შესყიდვას ოფიციალურად ახდენს და რა საჭიროა ეს შოუ?”

,,თუ ამ ანალიზების ადგილზე გაკეთების რესურსი მართლაც არსებობს (როგორც დღეს ტელევიზიით გვაჩვენეს), მაშინ რატომ ხდება ამ სერვისების შესყიდვა?"

დღეს ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გვაჩვენებდნენ და დეტალურად გვიხსნიდნენ, როგორი აწყობილი სამედიცინო სამსახური აქვს პენიტენციურ სისტემას, მათ შორის თითქოს გამართული ლაბორატორია. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ამაზეა ნათქვამი – თუ მართლა ასეთი გამართული ლაბორატორია აქვს, მაშინ, მაგალითად, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების სისხლის ნიმუშების ტრანსპორტირება რატომ ხდება სხვა კლინიკების ლაბორატორიებში (მათ შორის ისეთი საბაზისო, სრულიად ელემენტარული კვლევების, როგორიცაა სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციები, კრეატინინი და ა.შ.). ეს საჯარო ინფორმაციაა და პენიტენციური სისტემა ლაბორატორიული სერვისების შესყიდვას ოფიციალურად ახდენს. თუ ამ ანალიზების ადგილზე გაკეთების რესურსი მართლაც არსებობს (როგორც ეს დღეს ტელევიზიით გვაჩვენეს), მაშინ რატომ ხდება ამ სერვისების შესყიდვა? რა საჭირო იყო ეს სატელევიზიო შოუ?

მაია ბუწაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close