ჯანდაცვა

ეს სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ექიმები არ არიან უცოდველნი_ დაფიქრდით ბატონებო!

ეს სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ექიმები არ არიან უცოდველნი.  ,,სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 157 ექიმს დაეკისრა, სერთიფიკატის მოქმედების ვადა _ 67 ექიმს. იგივე სტატისტიკა იყო 2016 წელსაც. 178 პაციენტის საქმე შეისწავლა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ და 198 ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა” -(რადიო პალიტრის ინფორმაცია).

ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ,,ექიმების დამსჯელი” სამსახური, ხშირად, რბილად და კოლეგების მდგომარეობის გათვალისწინებით უდგება კონკრეტულ ფაქტებს. ასევე, არსებობს აზრი, რომ მსგავს სამსახურებს, რომელიც თითქმის ყველა უწყებაშია შექმნილი, ერთი მთავარი ფუნქცია აკისრიათ, კოლეგები და სტრუქტურის წარმომადგენლები შესაბამისად არ დაისაჯონ და მათ მიმართ კანონისდამცველი სტრუქტურები ლოიალურნი გახდნენ.

როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ექიმის გადაცდომა-შეცდომის მედიით გაშუქებას აკრძალავს. როგორც ჩანს, დადგა დრო, მედიაც გააჩუმონ და სრულიად გაუმჭვირვალედ დატოვონ მიმდინარე პროცესები სამედიცინო ობიექტებში.

გვაინტერესებს ბატონებო, იმ დროს, როცა მსოფლიოში თითქმის ყველა პროცესი გამჭვირვალე ხდება და დემოკრატიაც არ გულისხმობს რაიმეს დამალვას, დაფარვას, ,,ქოლგის ქვეშ” ყოფნას, გასუსვას… ამ კანონპროქტით ქართულ ჯანდაცვას საით მიაქანებთ?

გვაინტერესებს, მაშინ, როცა არ არსებობს კლიტერიუმი, რომლითაც ექიმის დანაშაულისა და შეცდომის გამიჯვნა მოხდება, როგორ უნდა მიხვდეს ჟურნალისტი, რომელი ფაქტი უნდა გააშუქოს და რომელი არა? დაფიქრდით ბატონებო, თქვენი კანონპროექტი ხომ არ ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლლებას, დემოკრატიას, მედია თავისუფლებას? იქნებ ჯობდეს, პრობლემა საკუთარ თავში ეძებოთ და არა მედიასაშუალებების მიერ ფაქტების გაშუქებაში?

ამ თემას euronews.ge აუცილებლად დაუბრუნდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close