პოლიტიკა

“პარლამენტში შესვლისთანავე ჩვენ პირველ რიგში დავაწესებთ ბავშვებისათვის უფასო კვებას ბიუჯეტიდან”

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღეს პირველკლასელ ანა კაპანაძეს სახლში ესტუმრა და სწავლის დაწყება მიულოცა. „თუ განათლება არ იქნება პრიორიტეტული, ჩვენ არანაიარი სახელმწიფო არ გვექნება. დღეს რომ სწავლა უფასოა ამ ბავშვებისთვის ლეიბორისტული პარტიის ბრძოლის შედეგია 90-იან წლებში. პარლამენტში შესვლისთანავე ჩვენ პირველ რიგში დავაწესებთ ბავშვებისათვის უფასო კვებას ბიუჯეტიდან, ეს ნამდვილად აჯობებს იმ 128 მილიონის ხარჯს, რომელიც გაიღეს ივანიშვილის მთავრობის წევრებმა პირადი მანქანებისთვის. ასევე, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მომავალი თაობა იყოს უზრუნველყოფილი, გარანტირებული და განვითარების მაღალ პარამენტრებზე გასული“. ანა კაპანაძე მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. კაპანაძეების მრავალსულიანი ოჯახი თემქაზე დანგრეული შენობის ერთ ოთახში ცხოვრობს. კაპანაძეები სოციალურად მძიმე პირობებში ზრდიან 5 შვილს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close