პოლიტიკა

sos! ,,რუსეთის დუმა იწყებს დადგენილების პროექტის განხილვას იმის თაობაზე, რომ ოსებს მოვუწყვეთ გენოციდი”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთელ მსოფლიოს მოუყვა ცრუ ისტორია საქართველოს შესახებ, რომლის თანახმადაც, თურმე ჩვენ პატარა ერების გენოციდისა და ოკუპირების მეტი არაფერი გაგვიკეთებია. ეს იყო ახალი გეგმა საქართველოს შემდგომი დაშლისკენ და შედეგებმაც არ დააყოვნა. უახლოეს დღეებში რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ე.წ. დუმა იწყებს დადგენილების პროექტის განხილვას იმის თაობაზე, რომ ოსებს მოვუწყვეთ გენოციდი.

მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს მთლიანად, ყოველგვარი პოზიცია-ოპოზიციის გარეშე, სასწრაფოდ მოიწვიეთ საგანგებო სხდომა და მიიღეთ დადგენილების პროექტი ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდის შესახებ. მხოლოდ დასწრება იდეოლოგიურ ომში არის გარანტია მომავალი გამარჯვებებისა და ჩვენი მთლიანობის,“

Related Articles

Back to top button
Close