პარლამენტთან, აქციაზე 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღის აღნიშვნის აუცილებლობაზე საუბრობენ
პარლამენტთან ორი აქცია იმართება, ამიტომ საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. “თანასწორობის მოძრაობა” პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან სოფო კილაძის გათავისუფლებას ითხოვს.
ორგანიზაციის წევრების განცხადებით, კილაძის საქმიანობა და ღირებულებები ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპებს არ შეესაბამება. აქციის მონაწილეები კილაძის გათავისუფლებასთან ერთად 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღის აღნიშვნის აუცილებლობაზეც საუბრობენ.
პარალელურად კონტრაქციას მართავს „მართმადიდებელ მშობელთა“ კავშირი. ორგანიზაციის აქტივისტთა თქმით, ისინი არ დაუშვებენ ქვეყანაში „უმსგავსობა მოხდეს“ და, რომ ლგბტ თემმა 17 მაისს აქცია მოაწყოს.
რამდენიმე წუთის წინ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მართლმადიდებლური მშობელთა კავშირის წევრებმა კვერცხები ისროლეს. სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი წევრი გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს.