საზოგადოება

პანტიანში წიწვოვან ტყეს ქონების ერონული სააგენტოს ხელმძღვანელის ხელმოწერილი დოკუმენტით ჩეხავენ

euronews.ge -ს გამოუგზავნეს ფოტომასალა, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ დმანისში, სოფელ პანტიანში საქართველოს ენერგოსისტემა ნაძვებს ჭრის მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძების მარცხენა მხარეს, 25 მეტრში. უკვე მოჭრილია არაერთი წიწვოვანი ხე. როგორც ადგილობრივებმა შეგვატყობინეს, ხისმჭრელ კომპანიას გარემოს დაცვის თანხმობა არ აქვს და მხოლოდ ქონების ეროვნული სააგენტოს ნებართვას აფრიალებს. ხეების განადგურების ნებართვას ქონების ევროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ქეთევან სისაური აწერს ხელს.

მივმართავთ გარემოს დამცველებს, გამოიკვლიონ, რატომ იჩეხება წიწვოვანი ტყე სოფელ პანტიანში და საქართველოს ენერგოსისტემას აქვს თუ არა უფლება, რომ გარემოს დაცვის სამსახურის ნებართვის გარეშე დაიწყოს ხეების ჭრა აღნიშნულ ტერიტორიაზე.

.

.

.

.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close