ეკონომიკა

“როცა აცივდება, ლარის კურსი ვარდება, ბუნებრივი მოვლენაა”

BGEO ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი გილაურმა “საქმიანი დილის” ეთერში ლარის კურსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აცივებასთან ერთად, როდესაც გაზის იმპორტი იზრდება, ჩნდება მოლოდინი, რომ ლარის კურსი დავარდება.

მისი თქმით, სწორედ ამ მოლოდინიდან გამომდინარე ბაზრის მოთამაშეები ყიდულობენ დოლარს.

“ნოემბრი, დეკემბერი, იანვარი, მარტის ჩათვლით გაზის იმპორტი ხდება საქართველოში და ყველა სპეკულირებს იმას, რომ კურსი დავარდება. ამ დროს და მოლოდინები იქმნება, რომ კურსი დავარდება, იმიტომ რომ ცივდება და კურსი ვარდება, ანუ როცა შემცივდება დავარდება კურსი ხოლმე. ძალიან ბუნებრივი მოვლენაა, ახალი არაფერია, თავისუფალ ეკონომიკაში ასე ხდება.

მოლოდინებიდან გამომდინარე ბაზრის მოთამაშეები ფიქრობენ, რომ კურსი დავარდება და ამიტომ ყიდულობენ დოლარს.

ჩვენ ეკონომიკის ფუნდამენტურ ფაქტორებს ვუყურებთ. მოკლევადიანი რყევა შესაძლოა იყოს, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით, სად არის ქვეყანა, მისი მთავარი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით.

ინვსეტიციები კარგ დონეზეა, ექსპორტი იზრდება, გზავნილების შემოდინება არის. რეალურად კურსი არის რამდენი ფული გადის ქევყნიდან და რამდენი შემოდის. აშკარად ფული უფრო მეტი შემოდის ქვეყანაში” – განაცხადა ირაკლი გილაურმა.

წყარო: ipress.ge

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close