ეკონომიკა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით Gastronome-მა სამი ახალი ფილიალი და რესტორანი გახსნა

30 ივნისი, 2021 წელიდელიკატესების მაღაზიათაქსელი Gastronome- 3 ახალი ფილიალითა დასარესტორნო ქსელით გაფართოვდა. Gastronome-მა, საქართველოში პირველად, მომხმარებელსუნიკალური კონცეფციაერთ სივრცეშიგანთავსებული მაღაზია და რესტორანი შესთავაზა. Shop&Dine-ის კონცეფციის Bistro by Gastronome ბელიაშვილის ქუჩაზე ერთი წელია რაც გაიხსნა დადღეს უკვე Gastronome-ის ქსელის წარმატებულიპროექტია. სულ ცოტა ხნის წინ კი ვაჟაფშაველასგამზირის #22-ში Gastronome-ის ახალი, პრემიუმკლასის რესტორანი Argentinian Steakhouse- გაიხსნა. სტეიკჰაუსის  მენიუში წარმოდგენილია პრემიუმხარისხის იაპონური ვაგიუს და ამერიკული შავიანგუსის სტეიკი და ბურგერი.  

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ძალიანმოკლე დროში გავხსენით Argentinian Steakhouse- დაგვაქვს ამბიცია, მომხმარებელს  შევთავაზოთსაუკეთესო სტეიკი და ბურგერი, ისეთი ხარისხის, როგორიც მსოფლიოს დიდი დედაქალაქებისსაუკეთესო სტეიკჰაუსებში დაუგემოვნებიათ. ბანკთან წარმატებული თანამშრომლობისფარგლებში ქსელი 2021 წელს მაღაზიების სამიახალი ფილიალითაც გაფართოვდა და ჭავჭავაძის, სოლოლაკისა და ბელიაშვილის ფილიალებისგარდა, პრემიუმ კლასის პროდუქტების შეძენამომხმარებლებს უკვე ვაჟაფშაველას ახალ ფილიალში, ხოლო ძალიან მალე ლისისა დააბაშიძის მაღაზიებშიც შეეძლებათ“ – აცხადებს Gastronome-ის დამფუძნებელი გიორგი თენაძე.


მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელიშევუწყოთ ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ ვცდილობთ პარტნიორებთან ერთადგანვახორციელოთ ეკონომიკურად გამართულიპროექტები და შედეგიც სახეზეა. დელიკატესებისმაღაზიათა ქსელს Gastronome უკვე სამი ახალიფილიალი შეემატა. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურრეჟიმში ვაგრძელებთ იმაზე ფიქრს, როგორშეიძლება წავახალისოთ ბიზნესი, დავუდგეთ მათგვერდით, როგორც სანდო პარტნიორი, რათაერთად განვახორციელოთ ეკონომიკურადმნიშვნელოვანი პროექტები,“- განაცხადა სანდრო ძაგნიძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილე.

ინფორმაციისთვის, Gastronome-ის პირველიფილიალი 2019 წელს გაიხსნა. დღეისათვისთბილისის სხვადასხვა უბანში ქსელი უკვე ოთხი მაღაზიით არის წარმოდგენილი, სადაც  მსოფლიოსმრავალი ქვეყნის პრემიუმ კლასის  დელიკატესებიიყიდება. Gastronome-ში ზღვის და ხორცისპროდუქტების, ყველისა და ძეხვეულის, შოკოლადის, ყავის, სასმელის მრავალფეროვანიასორტიმენტია წარმოდგენილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close