საზოგადოება

,,ორი გმირი ჯერ აწამა, შემდეგ კი ზღვაში ბეტონმობმული გადააგდო” _ რეაქცია euronews.ge -ს წერილზე

,,ეს ბიჭები გმირები არიან! ნუ ცდილობთ ნაციონალებო გმირების სახელით სპეკულირებას! ფაქტებს ნუ აყალბებთ და ნუ ცდილობთ თქვენი პოლიტიკური ამბიციებისთვის მათი საქციელის გაუფასურებას!ვინც ნაბრძოლია და მოხვედრილა ასეთ სიტუაციაში, ყველა მიხვდება მხატრულ გაფორმებას, მაგრამ ეს კარგია, მხოლოდ არა თქვენგან, რომლებმაც საზარბაზნე ხორცად გაიმეტეთ ჩვენი ბიჭები! დარეკვას და ლოდინს 25 წამი, ხოლო ,,მამოა ჩვენო”-ს სჭირდება დაახლოებით 27 წამი, ანუ დაახლოებით 1 წუთი დრო. ბრძოლის დროს რამდენს ნიშნავს ერთი წუთი გამარჯვებული მოწინააღმდეგისთვის, მეომრებმა კარგად ვიცით, რამდენი ყუმბარა და რა სიჩქარით ისროლება ტექნიკა ერთ წუთში.

 და კიდევ ვინ გადარჩა, რომელმაც ეს მოისმინა? ალეკო ონიანი რომ გმირია გმირებს შორის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ამ სახელ და გვართან შამათავას ახსენებ, რომელმაც სწორედ ალეკოსნაირი ორი გმირი ჯერ აწამა, შემდეგ დახვრიტა და ზღვაში ბეტონმობმული გადააგდო. გეკითხებით, ეს არაა გმირების დაცინვა და დისკრედიტაცია?
რომ გადარჩენილიყვნენ, სწორედ სააკაშვილი დაიჭერდა მათ ისევე, როგორც გადარჩენილი ბიჭების დიდი პროცენტი. ხოლო ოცნება კი ვერ გაათავისუფლებდა თქვენი ლობისტი დასავლეთელი პოლიტიკოსებისა და დიპკორპუსის ზეწოლის გამო! როდემდე უნდა გაუძლოს გულმა ამათ ცინიზმს!?ბედობას გილოცავთ მეგობრებო !!!” _ აცხადებს პერლამენტის წევრი ემზარ კვიციანი euronews.ge -ს გამოქვეყნებულ ამ წერილთან დაკავშირებით.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close