საინტერესო

,,თუ აქციაზე გადაწყვიტეთ წასვლა, სახეზე არაფერი წაისვათ და ნურაფერს შემოიხვევთ ყელზე”

,,გადმოწერეთ აპლიკაცია 112 Georgia, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლოთ SOS ღილაკის გამოყენება"

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინსტრუქცია, როგორი აღჭურვილობით უნდა წავიდნენ აქციაზე ადამიანები, თუკი ეს  გადაწყვიტეს.

თუ აქციაზე გეგმავთ წასვლას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული უსაფრთხოების წესები:
1. შეიკარით თმები მჭიდროდ, რომ ხელი არ ჩაგავლონ მარტივად გაშლილ თმებში;
2. სახეზე არაფერი წაისვათ, რადგან ნებისმიერი საშუალება ქიმიურ ნივთიერებებთან მარტივად შედის რეაქციაში;
3. ნურაფერს შემოიხვევთ ყელზე (შარფი, ყელსაბამი და სხვ.);
4. არ ჩაიცვათ კაბა. ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი, რომ მარტივად შეძლოთ სწრაფად გაქცევა;
5. ჰიგიენური საშუალებებიდან უპირატესობას ნუ მიანიჭებთ ტამპონს. (დაკავების შემთხვევაში, შესაძლოა გამოცვლა გაგიჭირდეთ და ტოქსიკური შოკის ალბათობა იზრდება);
6. გქონდეთ მოსახერხებელი ჩანთა, რომელიც აუცილებლად შეკრული იქნება;
7. წამოიღეთ „საწოვარიანი თავით“ წყალი, რომ საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეისხათ თვალებში;
8. ლინზები არ გაიკეთოთ!(ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემთხვევაში, მაშინვე დაგჭირდებათ მოხსნა);
9. მაქსიმალურად მომდგარი ტანსაცმელი ჩაიცვით და გრძელმკლავიანი, რომ შეზღუდოთ ქიმიური ნივთიერების მოქმედება კანზე;
10. იქონიეთ პირბადე;
11. ქიმიური ნივთიერება აუცილებლად მხოლოდ წყლით ჩამოიბანეთ (!);
12. დატენეთ ტელეფონი და ქეშად იქონიეთ თანხა;
13. მოგერიებისას გასაღები ცერა და საჩვენებელ თითებს შორის გქონდეთ, გარშემო მთლიანად შეკრული მუშტით.
14. გადმოწერეთ აპლიკაცია 112 Georgia, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლოთ SOS ღილაკის გამოყენება;
15. თან იქონიეთ წყალი;

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close