პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ბაზარზე ინერტული მასალა შევა
როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ბაზარზე 600 ათასი ტონა ინერტული მასალა შევა.
ე.წ. შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული რიგით მე-8, „აფხაზურ-რუსულ ფორუმის“ ფარგლებში შედგა და ხელი მოეწერა.
„ეს მხოლოდ დასაწყისია. ვფიქრობ, ამ საკითხში სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან. ეს არის ჩვენთვის შანსი, რადგან წლების განმავლობაში ვერ ვახერხებდით ამ ბაზარზე გასვლას“, – განაცხადა არძინბამ.