საზოგადოება

,,25 ჩინელი მგზავრი საზღვარზე არავის შეუმოწმებია, მესაზღვრეს ,,უფროსმა” უთხრა, დაიკიდეო…”

,,დღეს ჩამოვფრინდი თბილისში ყატარის ავიახაზებით. რეისზე დოჰადან იყო 25 ჩინელი მგზავრი. როცა ჩამოვფრინდით თბილისში, საზღვარზე არავის შეუმოწმებია ეს მგზავრები. (და საერთოდ არცერთი მგზავრი, არადა მეც კორეადან მოვფრინავდი). მერე ერთ-ერთი მესაზღვრე ურეკავს ჩემ წინ ვიღაცას (უფროსს სავარაუდოდ) და ეუბნება, ჩინელების თაობაზე, რა ვქნაო. ის ეკითხება, საიდან მოფრინავენო, და ეს პასუხობს, “რავი, იმ ქალაქიდან არაო”. ხოდა, მაინც შეამოწმეთო, უთხრა უფროსმა. და მესაზღვრე ეკითხება, უკვე რომ გავატარე ბევრიო? “დაიკიდე”, მესმის ყურმილიდან. ასე დაკიდებულები როგორ უნდა ვიყოთ სულ? (და ეს დიალოგი მაშინ მომდინარეობდა, როცა მე პასპორტ-კონტროლს გავდიოდი. მესაზღვრეს იმდენად ნორმალურად მიაჩნდა ეს სრული არაადეკვატურობა, რომ არც უფიქრია მგზავრებისგან განცალკევებით ელაპარაკა ტელეფონზე)” _  ასეთ წერილს ავრცელებს სოციალურ ქსელში Izzie Titberidze და ფოტოსაც ურთავს. 

Related Articles

Back to top button
Close