საზოგადოება
ოკაცეს კანიონთან მანქანა აფეთქდა
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/08/20170817144356362517374.jpg)
ოკაცის კანიონთან რუსი ტურისტების მანქანა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას ბლოგერი გურამ შეროზია ავრცელებს. “იღბლიანი რომ იქნები ძალიან. ჩამოვედით გემრიელად, დავემშვიდობეთ თანამგზავრს, დაგვხვდა ოქრო გოგო, წამოვედით ოკაცისკენ და ჰოპ – ზედ დანიშნულების ადგილთან ჩვენ წინ მანქანა აფეთქდა. ახლა ველით სახანძროს, რომ ოდესმე გზა გაიწმინდოს და ავაღწიოთ. მსხვერპლი არ არის, რუსი ტურისტები იყვნენ და გადმოხტომა მოასწრეს”, – წერს შეროზია.
შს სამინისტროში “პირველს” უთხრეს, რომ ავტომობილს ცეცხლი მოძრაობუისას გაუჩნდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.
უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა.
მასალაში გამოყენებულ ფოტოს ბლოგერი გურამ შეროზია აქვეყნებს.