საზოგადოება
ნუცუბიძეზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/11/dcc141412b6aa4e977c41fc2007f37a2.jpg)
ნუცუბიძის ქუჩაზე 4-სართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე ბინაში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. უწყების ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები.