მსოფლიო

გაქცევა იზოლატორიდან ნაგვის მანქანით_საინტერესო ისტორია

მეხანძრე-მაშველებს 2 საათზე მეტი დასჭირდათ, რომ ნაგვის მანქანაში ჩავარდნილი მამაკაცი ამოეყვანათ. ინციდენტი ფილადელფიაში მოხდა.

პირველადი ვერსიით, მამაკაცი ახლოს მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაქცევას ამ მეთოდით შეეცადა, თუმცა ეს ვერსია იზოლატორის ხელმძღვანელობამ უარყო და განაცხადა, რომ პატიმარი არ აკლიათ.
პოლიცია ვარაუდობს, რომ მამაკაცს ნაგვის კონტეინერში ეძინა, როცა აღნიშნული კონტეინერი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაგვის სატვირთო მანქანაში ჩაცალეს.მამაკაცი ფეხის, მენჯის ძვლებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, 911-ზე იმ მოქალაქეებმა დარეკეს, რომლებმაც სატვირთო მანქანიდან ადამიანის განწირული ყვირილი გაიგონეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close