პოლიტიკა

,,შევეჯიბრები ვისაც უნდა, სადაც უნდა და როცა უნდა”

,,თუ რაიმე არის ჩემთვის კომფორტული- არის არჩევნები..."

გუშინ, , ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და გამოეხმაურა პარტიაში მიმდინარე მოვლენებს.

მელიას თქმით, დღევანდელი ბრიფინგით, რომლითაც გაჟღერდა ახალი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, მას ახალი არაფერი გაუგია, რადგან აღნიშნულ საკითხზე პარტიის შიგნით აქტიური მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობდა.

,,დრო აუცილებლად გამოაჩენს რა იყო ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად, ამ საკითხის გამოტანის რეალური მიზეზეზი და მიზანი, მითუმეტეს, რომ დღეს მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი შეფასებები.

სწორედ ამ კონსულტაციების ფარგლებში, მე პარტიის შიგნით არჩევნების საკითხი ღიად დავაყენე თვენახევრის წინ- გავაკეთე ეს საკუთარი ინიციატივითა და იმ ადამიანების თანდასწრებით ვინც დღეს ითხოვს არჩევნებს.’’-ნიკა მელია

პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით იყო სრული ერთობა, თუმცა მსჯელობა და განხილვა მიმდინარეობდა დროსა და ფორმაზე.

,,თუ რაიმე არის ჩემთვის კომფორტული- არის არჩევნები, ღია საჯარო და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის ჩართულობით.

არჩევნები სადაც ათობით ათასი პარტიის მხარდაჭერი მიიღებს მონაწილეობას, სადაც  ათი ათასობით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერსთვის მექნება სიმართლის თქმის საშუალება, რათა მათ გააკეთონ გააზრებული და პარტიისა და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული არჩევანი.’’-ნიკა მელია

,,ყველამ იცოდეს – მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. მითუმეტეს შიდა პარტიულ არჩევნებში და მითუმეტეს მაშინ როცა არც თუ ცოტა სათქმელი დამიგროვდა.

შევეჯიბრები ვისაც უნდა, სადაც უნდა და როცა უნდა.’’-ნიკა მელია

 

 

 

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close