სიღნაღის ამბები

როგორ დაარსდა ქალაქი წნორი და რას უკავშირდება მისი სახელწოდება

,,წნორის ტერიტორიაზე პირველ მუდმივმოსახლედ ნიკა გელაშვილს ასახელებენ"

   წნორის (წნურის) წყალი საფოსტო სადგური იყო და იგი დაახლოებით ჯუგაან-ტიბაანის ქვემოთ, დღეს ქუმბათის სახელით ცნობილ ტერიტორიაზე მდებარეობდა.
აქამდე მიდიოდა გზატკეცილი თელავ-გურჯაანის მხრიდან და შემდეგ გრძელდებოდა ლაგოდახისკენ.
სადგურთან, ასევე „ქუმბათის“ სახელით ცნობილ წყაროს გვერდით, უზარმაზარი წნორის ხე იდგა. რის გამოც გადმოცემით შეერქვა სადგურს სახელი.
შემდეგში, როდესაც კახეთის რკინიგზის დაპროექტება მოხდა, თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ ლიანდაგი სწორედ ამ სადგურამდე მივიდოდა, მაგრამ მშენებლობის დროს, რკინიგზის ბოლო გაჩერება სოფელ ასანურის ბოლომდე მივიდა. ამისდა მიუხედავად, გაჩერებას საპროექტო სახელი შეუნარჩუნეს და ასე გაჩნდა მატარებლის გაჩერება – წნორის წყალი.
  წნორის წყალი არ არის დატანილი 1868 წლის კავკასიის რუკაზე, მის მიხედვით სიღნაღი სოფ. მაჩხაანის სადგურის გავლით უკავშირდებოდა ჯერ დედოფლისწყაროს (Царские Калодцы) , ხოლო იქედან სოფ. კოვახჩლის (დღევანდელი ჰერეთი) გავლით ლაგოდეხს.
     დიდი ალბათობით წნორის წყალი ახალი გზატკეცილის გაყვანისას, XIX საუკუნის 80 იანი წლებიდან საუკუნის ბოლომდე შეიქმნა.
   1921 წლამდე რკინიგზის სადგურთან მხოლოდ მომსახურე პერსონალი ცხოვრობდა. შემდეგ დაიწყო მის გარშემო ინფრასტრუქტურის განვითარება – ჯერ სავაჭრო ფარდულები გაჩნდა, შემდეგ კერძო სახერხი. აქ ძირითადად უმიწო გლეხები მუშაობდნენ, ხოლო ტერიტორია ადმინისტრაციულად სოფელ საქობოს მიეკუთვნებოდა. ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ გაიზარდა სადგურ წნორის წყლის მნიშვნელობა. სახერხების, დუქნებისა და საწყობების გარდა აქ თამბაქოს ფაბრიკა „ალზიორა“ დაარსდა. ამიტომ ნელ- ნელა მის გარშემო დასახლებული პუნქტი გაჩნდა.
წნორის ტერიტორიაზე პირველად მუდმივდასახლებულად ვინმე ნიკა გელაშვილს ასახელებენ. შემდეგ დაიწყო მიგრაცია. ძირითადად ბოდბისხევიდან, ჯუგაანიდან, კვენაკელიდან და სხვ.
წნორისწყალს ადმინისტრაციულად შეურთეს სოფელი ასანური.
ამ სოფელს მინიმუმ ორი სამი საუკუნის ისტორია აქვს. გადმოცემის თანახმად ყიზილბაშებმა ქიზიყი რომ დაიპყრეს, ეს სოფელი ორად გაყვეს: ერთ, მოლაანთ უბანს სპარსი ჰასანა განაგებდა, მეორეს – ჯავაანთ უბანს – ნური. ქიზიყელები მმართველებს აუჯანყდნენ და ორივე მოკლეს. შემდეგ გაყოფილი სოფელი ისევ გააერთიანეს და სამახსოვროდ  „[ჰ]ასანური“ უწოდეს.
ასანური საეკლესიო ყმებით იყო დასახლებული და შემორჩენილი ყველაზე ძველი აღწერით (1804 წ.) სულ 58 კომლი, ორივე სქესის 289 ადამიანი ცხოვრობდა…
  წნორში 20 -იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბებული ერთ-ერთი კოლმეურნება „შრომის იმედის და გლეხთა სინათლის“ სახელობისა იყო.
ნიკა ყარალაშვილი, მკვლევარი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close