კატეგორიის გარეშე

,,კახა კალაძე, მოდი რა, ამ დღეებში წვიმა და ყინვა რომ იქნება, ერთად გავისეირნოთ”

მსახიობის პოსტი თბილისის მერს

მსახიობი ეთო გუგავა თბილისის მერს, კახა კალაძეს საინტერესო პოსტს უძღვნის:
Kakha Kaladze ძალიან მინდა შენთან ერთად გავისეირნო და რამდენიმე გაჩერებაზე დავდგეთ, ავტობუსს ველოდოთ, ველოდოთ , ველოდოთ, მერე მოვა და გავუშვათ, რადგან ვერ შევეტენეთ. ამაში მე ერთ პლიუსს ვხედავ, ბევრი დრო გვექნება ერთმანეთის გასაცნობად.
მერე როგორღაც ჩავეკვეხოთ და გავთბეთ. არ დაგავიწყდეს, გაჩერებაზე ვიღაც ძალიან რეგვენმა მოიფიქრა და რკინის სკამები გააკეთა, იცი რა საყვარლობაა? ზაფხულში ვერ დაჯდები, რადგან დაიწვები, ზამთარში კი მიეყინები..
ასევე მინდა ჭკუიდან შერყეულ მძღოლთან გაკონტაქტო, რომელიც მთელ ავტობუსზე ყვირის, რომ დილის ოთხი საათიდან მშიერია და შემცვლელი არ ჰყავს, რადგან მძღოლები გარბიან, პირობები არ მოსწონთო. თან ავტობუსები მოაკლდა ხაზებს და ამ ჭყლეტვას და მის შიმშილსაც ეგ უწყობს ხელს.
ოღონდ ცოტა წვიმიანი ამინდი შევარჩიოთ, რადგან ძალიან რომანტიულია, როცა გაჩერების გადახურვა ძალიან ციცქნაა და სველდები.
მოდი რა, ამ დღეებში წვიმა და ყინვა რომ იქნება, ერთად გავისეირნოთ.
თაგი არ მოხსნა, მეწყინება.
ჩავამატებ: ყველაფერს გეფიცები, პოლიტიკაზე ხმა თუ ამოვიღო..
ეთო გუგავა
წყარო: მშობელი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close