საზოგადოება

ნინო მიქიაშვილი: ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმი გააუქმეს!

,, გაუქმდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმი!”

ესაა გადამოწმებული და არაოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია.

დაახლოებით ნახევარი საათია ვცდილობ დეტალების გარკვევას, ჩემი გადაცემისთვის” _ აცხადებს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.

მუზეუმის ისტორია კი ასეთია: 

თეატრის მუზეუმი

1851 წელს გახსნილ ქარვასლის თეატრში შექმნილი საარქივო-სამუზეუმო საცავი  1874 წლის ხანძარის დროს განადგურდა. ასეთივე საარქივო-სამუზეუმო ფონდი არსებობდა 1897 წელს აშენებულ ე.წ. „სახაზინო თეატრში“ ( ოპერის თეატრის დღევანდელი შენობა) 1950-იან წლებში საცავს მუზეუმის ოფიციალური სტატუსი მიენიჭა და მისი პირველი ხელმძღვანელი ნუნუ მესხი გახდა. 1973 წლის ხანძრის შემდეგ კიდევ ერთხელ განადგურდა სამუზეუმო ექსპონატები. 1978 წლის რემონტის შემდეგ მუზეუმი განთავსდა მეექვსე სართულზე დიდ დარბაზში, რომელიც ერთდროულად ასრულებდა საცავის, საგამოფენო და სამუშაო ოთახის როლს. წლების განმავლობაში ოპერის მრავალმა მოყვარულმა შესწირა მუზეუმს ექსპონატები და ნაწილობრივ შეავსო ხანძრით მიყენებული დანაკლისი.
როგორც ყველა მუზეუმი, ოპერის მუზეუმიც ძირითადად სამი სახის სამუშაოს ასრულებს: საფონდო-საარქივოს, საგამოფენო-საექსპოზიციოს და სამეცნიერო-საგანმანათლებლოს. მოზრდილი და მრავალფეროვანი ფონდი დაყოფილი და დალაგებულია პროფილის (ოპერა, ბალეტი), თემატიკის (კონცერტები, იუბილეები, გასტროლები, ფესტივალები), ექსპონატთა სახეობების (აფიშები, პროგრამები, ბუკლეტები, ფოტოები, ნეგატივები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, საჩუქრები, ესკიზები, წიგნებისა და ჟურნალების პატარა ბიბლიოთეკა, ოპერისა და ბალეტის ყოფილ და მოქმედ მსახიობთა პირადი საქმეები, მემორიალური ნივთები, კოსტიუმები და ა.შ.) და ქრონოლოგიის მიხედვით – სეზონებისა და წლების პრინციპით. 2005-2015 წლებში სეზონის გახსნა-დახურვის, ახალი დადგმების, ცნობილი საოპერო და საბალეტო მსახიობების, კომპოზიტორების, ქორეოგრაფების, საიუბილეო თარიღების, პრემიერების, საახალწლო და გალა-კონცერტებისადმი მიძღვნილი 40-მდე გამოფენა მოეწყო. მუზეუმი მონაწილეობდა სხვა ორგანიზაციების მიერ მოწყობილ გამოფენებსა და პროექტებშიც, თანამშრომლობდა, შოტლანდიის, ნორვეგიის, ესტონეთის ოპერებთან და სხვ.
მუზეუმი უამრავ ექსკურსიას ატარებს უცხოელი დამთვალიერებლების, სხვადასხვა ორგანიზაციის, სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების მოსწავლეებისა და ცალკეული პირებისათვის. მონაწილეობს საბავშვო საგანმანათლებლო პროგრამებში.
ემსახურება ოპერის თეატრის დეპარტამენტებს, თანამშრომლებს. კონსულტაციებს უწევს, ინფორმაციას და ვიზუალურ მასალას აწვდის ბეჭდურ მედიას, რადიო-ტელევიზიებს და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებს, წიგნების, კრებულების, ფილმების, გადაცემების ავტორებს, დისერტანტებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს და მოწაფეებს. 2010 ოპერის თეატრის შენობის რემონტის გამო ოპერის მუზუმის ფონდი დროებით განთავსებული იყო თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, რომელსაც შესაბამისი აქტებით გადაეცა ოპერის თეატრის მუზეუმის ფონდის მასალების ნაწილი (სარესტავრაციო, დაზიანებული ან ძნელად დასაცავი საუწყებო მუზეუმის პირობებში). მუზეუმის ფონდებში დაცული საარქივო მასალების ნაწილი გადაეცა ოპერის თეატრში ახალშექმნილ არქივს. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმის ფონდი ნაწილობრივ დახურული იყო, მუზეუმი რემონტის წლებშიც აგრძელებდა სამივე სახის საქმიანობას.
ამჟამად, მუზეუმი განთავსებულია თეატრის შენობაში გამოყოფილ 2 ოთახში. ერთში მოთავსებულია სამუშაო კაბინეტი ოპერის მუზეუმისა და არქივის თანამშრომლებისათვის, მეორეში კი საცავი სამუზეუმო და საარქივო ფონდებისათვის.
განახლებული ოპერის გახსნისათვის მუზეუმმა მოამზადა ოთხი გამოფენა, მიძღვნილი ოპერა „აბესალომ და ეთერის“ ახალი დადგმის, ბალეტ „გორდას“ ახალი დადგმისა და თეატრის შენობის ისტორიისადმი. სპეციალურად შექმნილ ნიშებში გამოიფინა თეატრის ცნობილ მოღვაწეთა მემორიალური ნივთები. მუზეუმი ასევე ემზადება ახალი საგანმანათლებლო პროგრამაში ჩასართავად. თუმცა… ახლა ის გაუქმდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close