საზოგადოება

რომელ ადვოკატს გადაეცა ზაზა ხატიაშვილის სახელობის ჯილდო?

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობამ, 2022 წელს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ადამიანის უფლებების ცნობილი დამცველის, ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის სახელობის ჯილდო დააწესა. ახლახანს კი, აღნიშნული ჯილდოს პირველი მფლობელი, ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი გახდა.

საქართველოს ადვოკატთა დამოკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ, გიორგი თევზაძემ წარმატებული საადვოკატო საქმიანობისათვის დააჯილდოვა ადვოკატი, ფრიდონ სიხუაშვილი. ჯილდოს გადაცემას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები საფრანგეთიდან – პარიზის ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს ადვოკატთა დამოკიდებელი პროფკავშირის წარმომადგენელი საფრანგეთში და ლიტვის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი. ახლო მომავალში იგეგმება საქართველოს ადვოკატთა დამოკიდებელი პროფკავშირის წარმომადგენელთა შეხვედრები საფრანგეთში, ამ ქვეყანაში მოღვაწე ადვოკატებთან. მსგავსი ღონისძიებები ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close