სამართალი და კრიმინალი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ორდღიან სამუშაო შეხვედრაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები, მოსამართლეები, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, ჯორჯიის შტატის მოსამართლე ბენ სტადარტი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორები და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

