საზოგადოება

,,ნატო ყანჩელი ჩემი ერთგული და ძალიან პროფესიონალური თანაშემწე იყო მრავალი წლის განმავლობაში” _ სააკაშვილი გია ყანჩელის ოჯახს უსამძიმრებს

,,დღეს გია ყანჩელს დაკრძალავენ…გენიალური კომპოზიტორი და დიდი მოქალაქე-ასეთად დარჩა ცხოვრების ბოლო წუთამდე…
ივნისში ის გამოეხმაურა რუსთაველზე აქციას და ში თქვა,რომ საქართველო იწყებს ფეხზე დადგომას…ეს ნამდვილად ასე იქნება-იმიტომ რომ გია ყანჩელის ნიჭის მქონე ქვეყანა არ შეიძლება არ იყოს წელში გამართული და გამარჯვებული…
გია ყანჩელი არის საუკეთესო განსახიერება ქართველების ევროპელობის..
რა დამავიწყებს,რა სიამაყით ვესწრებოდი მის კონცერტებს ბრიუსელში,ევროკავშირის მთელ ხელმძღვანელობასთან ერთად,მე მახსოვს თუ როგორ ტკბებოდა ყანჩელის ჰანგებზე აბანოთუბანში პრეზიდენტი ბუში..
ვწუხვარ,რომ დღეს მას ვერ ვაცილებ უკანასკნელ გზაზე..ჩემი ფიქრები არის მის უმაგრეს მეუღლესთან და შვილებთან.განსაკუთრებით,მის ქალიშვილთან,ნატო ყანჩელთან,რომელიც ჩემი ერთგული და ძალიან პროფესიონალური თანაშემწე იყო მრავალი წლის განმავლობაში” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close