საზოგადოება

,,ნამუსგარეცხილ სერგეენკოს ვეკითხები: ფული,კიტრ-პომიდორი, სოცშეღავათები არ დაგირიგებიათ საარჩევნოდ და ამას გაბრალებთ?”

,,იქნებ ისიც გაიხსენო, ჯანდაცვის მინისტრობისას მილიონობით დოლარის ამერიკული ც ჰეპატიტის წამლები რომ გაუყიდე ავადმყოფებს"

,,ნამუსგარეცხილ სერგეენკოს ვეკითხები—ფული,კიტრ–პომიდორი, სოც შეღავათები არ დაგირიგებიათ საარჩევნოდ და ამას გაბრალებთ? იქნებ ისიც გაიხსენო ჯანდაცვის მინისტრობისას მილიონობით დოლარის ამერიკული ც ჰეპატიტის წამლები რომ გაუყიდე ავადმყოფებს. თურქეთში რისთვისაც მოგისროლეს და დაგავალეს ამგვარი უთავმოყვარეო განცხადებების კეთება _ ასე პასუხობს შალვა ნათელაშვილი დავით სერგეენკოს რეპლიკას.

,,არ ვთვლი ხოლმე საჭიროდ, რომ შალვა ნათელაშვილის ანალოგიურ განცხადებებზე რეაგირება გავაკეთო, უბრალოდ ეს გულზე მომხვდა იმდენად მიზანთროპული და რაღაცნაირად მიუღებელია. იმედია, რომ ეს ადამიანი დაინახავს თავის შეცდომას და ბოდიშს მოუხდის საზოგადოებას, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ, რითაც გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის დისკრიმინაციულ განცხადებებს.

ამასთან, სერგეენკომ ნათელაშვილის გუშინდელი Facebook-პოსტი შეაფასა.

„ამომრჩევლების გამოკითხვა, ამომრჩევლების მოსაზრებების გაგება ზოგადად მიღებულია და ამაში ცუდი არაფერია. ამ შემთხვევაში ალბათ ვერ იღებს გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილების მიმღებად უნდა თავისი ამომრჩეველი გამოიყვანოს. ეს მისი პოლიტიკური ტაქტიკაა“, – განაცხადა სერგეენკომ.

10 იანვარს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით Facebook-ზე გამოკითხვა ჩაატარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close