საზოგადოება

მშობელი ძიძას ფიზიკურად გაუსწორდა – რა მოხდა თბილისის მე-3 საბავშვო ბაღში?

ფიზიკური დაპირისპირება თბილისის მე-3 საბავშვო ბაღში – მშობელი აღმზრდელს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც გაიგო, რომ აღმზრდელმა მის ორწლინახევრის შვილზე იძალადა.

მშობელმა, რომელსაც ბაღის ძიძა ცემაში ადანაშაულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო 3-საათიანი დაკითხვის შემდეგ, უკომენტაროდ დატოვა. ჩხუბი მე-3 საბავშვო ბაღში გუშინ დილით მოხდა.

აღმზრდელსა და მშობელს შორის დაპირისპირების დროს სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე პატრული გამოიძახეს. ძიძა, ეთერ ხვიჩია-ჯოხარიძე ამტკიცებს, რომ ბავშვის დედა მას ფიზიკურად გაუსწორდა.

ძიძა პასუხისმგებლობის დაკისრებას მშობლისთვის ითხოვს. თავის მხრივ, ეთერ ხვიჩია-ჯოხარიძე ამტკიცებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მას მცირეწლოვნის დედამ უმიზეზოდ მიაყენა. ის რამდენიმე საათის განმავლობაში ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, თუმცა სხეულზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.

მომხდარის შესახებ არ საუბრობენ მე-3 საბავშვო ბაღში. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ინციდენტის შესახებ არავინ არაფერი იცის.

მომჩივანი ძიძის შესახებ ბევრი რამ იცის მე-3 საბავშვო ბაღის ყოფილმა დირექტორმა. თათია ვაჭრიძემ „კურიერთან“ დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ მოითხოვდა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მისგან ბავშვებზე ძალადობაში ბრალდებული ძიძის ეთერ ხვიჩიას დასაქმებას. ყოფილი დირექტორი ჰყვება, რომ ხვიჩია „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და კოორდინატორი იყო.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ კონკრეტულ ოთახში, სადაც ბავშვზე, სავარაუდოდ, ძალადობა მოხდა, ვიდეოკამერა დამონტაჟებული არ იყო. ბავშვის დედამ, სავარაუდოდ იმ მშობლისგან შეიტყო შვილის ამბავი, რომელიც ბავშვის ცემის ფაქტს შეესწრო.

მე- 3 -ე საბავშვო ბაღში მომხდარი ინცინდენტის გამო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 126-ე, ცემის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close