მსოფლიო
მსოფლიო ბირჟაზე ნავთობი გაიაფდა

მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ლონდონსა და ნიუ-იორკში, 19 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი 0.83%-ით გაიაფდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 48.72 დოლარი შეადგინა.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) ივნისის თვის მოხსენებაში უცვლელი დატოვა 2017 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი – 96,38 მლნ ბარელის ოდენობით დღე-ღამეში.
მიმდინარე წლის ივნისში ოპეკის წევრმა ქვეყნებმა 105,9 მლნ ბარელით/დღეში შეამცირეს ნავთობის მოპოვება 31,363 მლნ ბარელამდე/დღეში