პოლიტიკა

რა წერია ურსულა ფონ დერ ლეიენის პირადი დავალებით საქართველოში გამოგზავნილ წერილში

,,განსაკუთრებული იმედი აქვთ, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური სუბიექტი შეძლებს ქვეყნის ინტერესების პირად ინტერესებზე მაღლა დაყენებას"

მედიაციისა და ფასილიტაციის ცენტრის თავმჯდომარე- ანა ჯალაღონია ფბ-ის საკუთარ გვერზე ავრცელებს, რომ  ბრიუსელიდან, ევროკომიის მიერ საქართველოს ევროპული გზის მკაფიო მხარდაჭერის მადეკლალირებელი წერილი მიიღეს. წერილში მითითებულია, რომ პასუხი დაწერილია ევროკომისიის პრეზიდენტის, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლეიენის პირადი დავალებით ქალბატონ დიანა იაბლონსკას მიერ (ევროპის კომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე გენერალური დირექტორატის, საქართველოს,მოლდოვის და ეკონომიკური ინვესტიციების გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი).

17 ივნისს, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტს და მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებს მიმართეს ფასილიტაციისა და მედიაციის ცენტრის სახელით ანა ჯალაღონიამ, სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრის სახელით მარიკა არევაძემ-და მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის სახელით  სოფიო გონაშვილმა. (რეკომენდაციის შესაბამისადაც უკრაინას და მოლდოვას მიეცათ კანდიდარტის სტატუსის მინიჭების, ხოლო საქართველო კი, მოკლებული იქნა ამ შესაძლებლობას.-რედ.)

ანა ჯალაღონიას განცხადებით, წერილში ხაზგასმულია , რომ კანდიდატად მოხსენიებულ სამივე ქვეყანას აერთიანებთ საერთო გამოცდილება – ,,საქართველომ სისხლით და ადამიანების სიცოცხლით აგო პასუხი იმ არჩევანზე, რასაც ევროპული გზა ჰქვია”-ნათქვამია წერილში.

ჯალაღონიას თქმით, მიმართვისას ევროკომისიის წევრებს შეახსენეს, რომ ჯორჯ კენანის გაფრთხილებამ, რომელიც „გრძელ დეპეშაში“ იყო გამოთქმული (რაც შემდგომში ტრუმენის დოქტრინის და „შეკავების პოლიტიკის“ საფუძველი გახდა), არსებითად შეცვალა ამერიკის და ინგლისის ხედვები საბჭოთა კავშირის მიმართ გასატარებელ ღონისძიებებზე და ზოგადად, ძალთა ბალანსის ტრანსფორმირება მოახდინა მსოფლიო გეოპოლიტიკაში. კენანმა სწორი ხედვები დააფიქსირა, თუმცა მთავარი იყო ის, რომ ამერიკისა და ევროპის ყურიც, სმენის სიხშირეზე მომართული დახვდა ისევე, როგორც დღეს, პრეზიდენტ ზელენსკის შემთხვევაშია. ბევრი ცდა იყო პრეზიდენტ ზელენსკიმდე, მათ შორის ჩვენი მხრიდან.

“დღესაც იგივე სიმძლავრის ტრანსფორმაციის პროცესია სახეზე, რაც 1946(1947) წელს და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი სცდება სტანდარტულ პროცესს. ევროკომისიისთვის ცნობლია, რომ საქართველოს მზაობა და რეფორმების ხარისხი იძლევა ჩვენთვის სტატუსის მონიჭების საფუძველს, თუმცა დღეს ამ გადაწყვეტილებას ისტორიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და საქართველოს კანდიდატის სტატუსის გარეშე დატოვება ნიშნავს:

  1. ევროპიული გზისკენ საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის არდანახვას;
  2. დროებითი სახის გარემოებების (მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის ნაწილში) გამო მრავალწლიანი შრომის, სწრაფვის და ბრძოლის გაუფასურებას;
  3. რუსეთის პროპანგანდის და გავლენის გაძლიერებას და გამარჯვებას;
  4. ევროპული ღირებულებებისთვის მებრძოლი ხალხის იმედგაცრუებას;
  5. ისეთი პროცესების პროვოცირებას, რომელიც გაართულებს პროცესებს რეგიონში და შეუძლებელს გახდის ევროპული არჩევნის შენარუჩუნებას მოვავალში.

პოლიტიკური აგრესია, პროვოკაციული და იმპერიალისტური ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოსა და უკრაინის საგარეო–პოლიტიკური კურსის შესაცვლელად, დღეს ისე, როგორც არასდროს საჭიროებს ერთიანი, კონსოლიდირებული და ისტორიული შეცდომების გათვალისწინებით შეჯერებულ პასუხს.”- ნათქვამია წერილში.

ჩვენ ხაზი გავუსვით ქართველი ხალხის იმედს, რომ ამჯერად საერთაშორისო თანამეგობრობა, გაიაზრებს მოლდოვასთან და უკრაინისთან ერთად საქართველოს აქტიური, ღია და უპირობო მხარდაჭერის აუცილებლობას.

დავაფიქსირეთ რამდენად გვინდა გვჯეროდეს, რომ ცივილიზებული სამყარო შეძლებს ამ მძიმე გამოწვევის ღირსეულად დაძლევას, ჩვენი ევროპული არჩევანის დაცვას.

ანა ჯალაღონიას განცხადებით, წერილის ავტორები მადლობას უხდიან ქალბატონ ურსულას და ქალბატონ დიანას, ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დანახვისა და მხარდაჭერისათვის.

ევროკომისიის პრეზიდენდენტის მიერ გამოგზავნილ წერილში ცალსახად ჩანს საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ევროკავშირის მიერ გაცხადებული გზამკვლევის შესრულების მნიშვნელობა.

ევროკავშირის პრეზიდენტის მიერ აღნიშნულია საქართველოს პროგრესი ევროპული არჩევნის გზაზე, თუმცა აქვე ხაზგასმულია ამ არჩევანის ურყევად შენარჩუნების აუცილებლობა. წერილში ასევე აღნიშნულია კონსესუსის მისაღწევად ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენების აუცილებლობა:

“პრიორიტეტები, რომელიც ასახულია ევროკომისიის ოფიციალურ პოზიციაში განსაზღვრავს თანმიმვდევრული რეფორმების კონკრეტული დღის წესრიგს/გეგმას. ქართველების მოხერხებულობისა და მებრძოლი სულიდან გამომდინარე, სრულად ვიზიარებთ თქვენ მოლოდინებს იმასთან დაკავშირებით,რომ საქართველო დგას ევროკავშირის სტატუსის მიღების გზაზე, განსაკუთრებით, თუკი საქართველო შეძლებს გამოავლინოს კომპრომისისა და თანამშრომლობის უნარი. ევროკომისია მოუწოდებს ყველა მხარეს, ჩაერთოს ყველა თანამშრომლობის ყველა შესაძლო ფორმატში, პოზიტიური სულისკვეთებით განსაზღვრული პრიორიტეტების შესასრულებლად.

ევროკომისია გულისყურით დააკვირდება საქართველოს პროგრესს და მთელ პროცესს, რაც შესაბამისად აისახება გაფართოების პაკეტის 2023 წლის ანგარიშში”-აღნიშნულია ევროპის კომისიის პრეზიდენტის პირადი დავალებით გამოგზავნილ წერილში.

,,მსგავსი სახის მკაფიო მხარდაჭერის მადეკლალირებელი დამოკიდებულების ფონზე განსაკუთრებული იმედი აქვთ, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური სუბიექტი შეძლებს ქვეყნის ინტერესების პირად ინტერესებზე მაღლა დაყენებას და ევროპულ ოჯახში გაერთიანების მიზნით, ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებას” _ განაცხადა ანა ჯალაღანიამ.

 

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close