განათლება

მორიგი სიახლე ჯეჯელავას უწყებაში! _ 1-6 კლასის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან თამაშით ისწავლიან

ახალი სასწავლო წლიდან 1-6 კლასის მოსწავლეებს სკოლაში სამაგიდო თამაშები დახვდებათ. მუშაობა თამაშების მწარმოებელ კომპანიებთან უკვე დაწყებულია. ტენდერი კი, კონკრეტული თამაშების შესყიდვასთან დაკავშირებით, ამ კვირიდან გამოცხადდება. ინიციატივას თავდაპირველად საპილოტე სახე ექნება და ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 20-მდე სკოლას მოიცავს.

,,სამაგიდო თამაშებში შევა ყველანაირი თამაში, დაწყებული ასოებისგან სიტყვების შედგენა, ლიტერატურული ნაწარმოებების შესწავლა და ისტორიული მოვლენების თამაშით სწავლა. თამაშ-თამაშით ისწავლიან მოსწავლეები მათემატიკას, ლიტერატურას და ა.შ ისწავლიან გუნდურობას. ეს თამაშები ასევე ავითარებს სწრაფი აზროვნების უნარს. სამაგიდო თამაშებში არ ვგულისხმობ სპორტულ-განაჯანსაღებელ თამაშებს. ვფიქრობთ, რომ მარტო საშინაო დავალებით ვერ მივაღწევთ განათლების იმ დონეს, რაც გვჭირდება. ბავშვები არ განიხილავენ ამას, როგორც გაკვეთილებს და დავალებას, ამიტომ მივიღებთ კარგ შედეგს,” – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ძირითადი აქცენტი საპილოტე რეჟიმში, პირველ ეტაპზე, მცირეკონტიგენტიან სკოლებში, რეგიონებში გაკეთდება.

როგორც „ფორტუნას“ პროექტის მენეჯერმა, ნინო ჭანტურიამ, განუცხადა, სამაგიდო თამაშები, როგორც სასწავლო რესურსი, სკოლებში სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად დაინერგება.

მასწავლებლები ამაში დამატებით ანაზღაურებას არ მიიღებენ, რადგან ეს არის სასწავლო რესურსი, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებასა და სასწავლო შედეგებზე უფრო ეფექტურად გასვლაში. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ჩაატარებს სამაგიდო თამაშით გაკვეთილს, ეს იქნება გაკვეთილის შემადგენელი ნაწილი და ბუნებირივა, ამას ჩაატარებენ თავად საგნის პედაგოგები,“ –  აღნიშნა მან.

ნინო ჭანტურიას ინფორმაციით, თავდაპირველად სამაგიდო თამაშების შემუშავება აქცენტირებული ქართულზე, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაზე იქნება. პროექტის წარმატების შემთხვევაში კი, საგნების წრის გაფართოებაც იგეგმება.

ინიციატივა მოსწონს და ფიქრობს, რომ სამაგიდო თამაშებით მოსწავლეების წახალისება კარგ შედეგს გამოიღებს, თუმცა „ფორტუნასთან“ საუბრისას ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, მადონა აფაქიძე, ამბობს, რომ ამას მხოლოდ ხანმოკლე ეფექტი ექნება.

ჩვენ ჯერ არაფერი არ ვიცით. ვერც ის წარმომიდგენია, ისტორია როგორ უნდა ვასწავლო სამაგიდო თამაშის გამოყენებით. დაველოდოთ და ვნახოთ,“ – აცხადებს ის.

რამდენი აქვს გამოყოფილი სამინისტროს ამ პროექტის განსახორციელებლად, კონკრეტული თანხა ჯერ დაზუსტებული არაა.

 

ქეთი გიგოლაშვილი 

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close