საზოგადოება
მომღერალი არჩილ ჩიხლაძე მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა
70-80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერის შემსრულებელი, მომღერალი არჩილ ჩიხლაძე 84 წლისა გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო პერიოდი მომღერალმა მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას თავშესაფრის დირექტორი მერაბ შათირიშვილი ფეისბუქზე ავრცელებს.
არჩილ ჩიხლაძისა და მისი ყოფილი ცოლის მაყვალა ჩიხლაძის დუეტი “კართან მოდგა შემოდგომა” ქართულ მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა, რომლის არა ერთი რიმეიქი არსებობს.