პოლიტიკა

,,მოიტყუე- წერილზე, მოიტყუე- ანაკლიაზე, მოიტყუე-ბადრიზე, მოიტყუე, თან ბევრი, გელოდები პირდაპირ ეთერში…”

,,ტყუილი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში..."

გახარია არის სიცრუის ტირაჟირების ინსტრუმენტი, ტყუილის, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანაში იმედს, ამკვიდრებს განცდას, რომ ასეთი მდაბიო ხერხით შეიძლება მიაღწიო, მინისტრობას, პრემიერობას, გერქვას პოლიტიკოსი.
გიორგი გახარია!
დამიჯექი პირდაპირ ეთერში და მოხდება შენი სრული ლუსტრაცია, ტყუილი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში
მოიტყუე- წერილზე
მოიტყუე- ანაკლიაზე
მოიტყუე-ბადრიზე
მოიტყუე თან ბევრი,
გელოდები პირდაპირ ეთერში…” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, ტვ პირველის ,,რეაქციაში” ექსპრემიერი გიორგი გახარია იმყოფებოდა. მან ინგა გრიგოლიას მეტად საგულისხმო კითხვებს უპასუხა. მამუკა ხაზარაძემ ამ პასუხებში ბევრი ტყუილი ამოიკითხა. ამიტომაც, ის გახარიას პირდაპირ ეთერში იწვევს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close