სამართალი და კრიმინალი

,,მოვუწოდებ გოგაშვილს, მოყვეს, ვინ ავალებდა გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვას”

,,მან რეალურად დაიწყო მამაჩემის მკვლელობის შესწავლა, მაგრამ ვიღაცამ შეაჩერა..."

ბატონ სოსო გოგაშვილს მოვუწოდებ, შემდეგ ინტერვიუში მოყვეს, თუ ვინ ავალებდა გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვას; რატომ ,,გაგიჟდა“ და ,,გადაირია“, როდესაც გაიგო, რომ შვილმა მამის მკვლელობის ,,ოქროს“ მოწმის – ვახტანგ გაბელიას შესახებ გავიგე; ვის სურდა ამ მოწმის გაჩერება და მტკიცებულების – აუდიოჩანაწერის, სადაც პირადად დათა ახალაია მამაჩემის ერთ-ერთ მკვლელს ასახელებს, გაქრობა; რატომ დამესია მთელი სუს-ი, ვისი დავალებით ცდილობდნენ, პროვოკაციაზე ჩემი წამოგებით, უახლოესი ნათესავების გადამტერებას და ამით, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გაბაიბურებას; ბოლოს, მოყვეს, ვინ და რატომ გაათავისუფლა უმაღლესი თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც ჩვენ 2018 წლის 8 აგვისტოს ერთმანეთს შევხვდით, შევრიგდით და ბატონმა სოსომ რეალურად დაიწყო მამაჩემის მკვლელობის შესახებ ობიექტური დასკვნის დადება”_ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close